ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დღეს, 15 ივნისს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას კვიპროსთან გამართავს.

რამაზ სვანაძის გუნდის მატჩის წინა ვარჯიშზე, რომელიც თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა, ანზორ მექვაბიშვილი კვლავ არ ემზადებოდა – გუნდის კაპიტანი ვარჯიშს კვლავ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

თამაშზე დასწრების მსურველებმა  მატჩის უფასო ბილეთებისთვის უნდა მიმართონ მიხეილ მესხის სტადიონის სალაროს, რომელიც დღეს 16:00 საათიდან იმუშავებს. სტადიონის კარი გაიხსნება მატჩამდე 2 საათით ადრე, 18:00 საათზე.

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს დინამო არენაზე პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 20:00

24 ივნისი | საქართველო – ბელგია | 20:00

27 ივნისი | საქართველო – ნიდერლანდები | 20:00

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.