ახალგაზრდული ნაკრები ნიტრაშია - 21-წლამდელებს სლოვაკეთთან დავითაშვილიც დაეხმარება
ახალგაზრდული ნაკრები ნიტრაშია - 21-წლამდელებს სლოვაკეთთან დავითაშვილიც დაეხმარება

ევროშესარჩევ ციკლში საფრანგეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრა.

გია ცეცაძის გუნდი ქალაქ ნიტრაში დაბინავდა, სადაც სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროშესარჩევი ციკლის მატჩში 18 ნოემბერს დაუპირისპირდება.

გია ცეცაძემ გუნდი ნიტრაში ავარჯიშა. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ემზადებიან. გუნდს ეროვნული ნაკრებიდან ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა და  მათთან ერთად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ 4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).