ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში მათე ხატიაშვილმა „ბარსელონასთან“ 15 ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში მათე ხატიაშვილმა „ბარსელონასთან“ 15 ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ქართველი კალათბურთელის, მათე ხატიაშვილის „ბასკონია“ ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში „ბარსელონას“ შეხვდა და 53:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 35 წუთი გაატარა (ყველაზე მეტი „ბასკონიის“ რიგებში). მის ანგარიშზე 15 ქულა, ერთი მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ხატიაშვილმა სამი სამქულიანი, ორი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

მათე ხატიაშვილი ტურნირის ოთხ მატჩში საშუალოდ 13.25 ქულას, 4.5 პასს, 2.5 მოხსნას და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა.