ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზი მასპინძლობს. შეჯიბრის მეორე დღეს ერთმანეთს ხმლით მოფარიკავეები დაუპირისპირდნენ.
უმცროს ასაკში გამარჯვება კატო არჩვაძემ (თბილისი) მოიპოვა, მეორე ადგილზე მარიამ კაკოიშვილი (ქუთაისი) გავიდა, მესამე ადგილი კი მეგი ალფაიძემ (ქუთაისი) და მარიამ ქაჩლიშვილმა (თბილისი) გაინაწილეს.
ბიჭებში პირველ ადგილზე გურამ რეხვიაშვილი (თბილისი) გავიდა, მეორე ადგილი მერაბ ლეჟავას (ქუთაისი) ხვდა წილად, მესამე ადგილი ლევან აბუაშვილმა (თბილისი) და ალექსანდრე თავართქილაძემ (თბილისი) მოიპოვეს.
2002-2004 წლებში დაბადებულთა შორის გამარჯვება კატო და ვატო არჩვაძეებმა (თბილისი) მოიპოვეს. მეორე ადგილზე ქუთაისელები, მარიამ კაკოიშვილი და გიორგი მერკვილაძე გავიდნენ. სალომე გოგუა (თბილისი), მარიამ ქაჩლიშვილი (თბილისი), ლაშა კუჭუხიძე (აჭარა) და ლუკა ლომინაძე (თბილისი) მესამე პოზიციაზე მოხვდნენ.
ხვალ შეჯიბრი დაშნით ფარიკაობაში გაიმართება.