ახალგაზრდულ ნაკრებს მოლდოვასთან გაბრიელ სიგუა გამოაკლდა - სვანაძის გუნდი კიშინიოვში ემზადება #1TVSPORT
ახალგაზრდულ ნაკრებს მოლდოვასთან გაბრიელ სიგუა გამოაკლდა - სვანაძის გუნდი კიშინიოვში ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვშია და 12 სექტემბერს მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის „ზიმბრუს“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.

რამაზ სვანაძის გუნდმა დღევანდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება – ნაკრებს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო „ბაზელის“ ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.

2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო – 2:0. გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა, ბერძნული პაოკ-ის თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.

12 სექტემბერს, მოლდოვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიშინიოვში, „ზიმბრუს“ სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ოდიშარია (ორივე – დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა თორნიკე მორჩილაძე (თელავი),შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).