ახალგაზრდა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს
ახალგაზრდა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს

15 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ხორვატია (11-10) და ხვალ, 28 ივლისს, მეხუთე ადგილისთვის მატჩში სერბეთთან გაარკვევს ურთიერთობას.

ჩვენი ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთთან 10-12 დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა საპატიო მეხუთე ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი სერბეთს ვერ მოუგებს, ტურნირს მეექვსე ადგილზე დაასრულებს.

ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარეობს.