ზაგრების გრან-პრის პარალელურად, ბერლინში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე დღეს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები 81 და 90 კგ. წონით კატეგორიებში ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური გახდნენ.
დიორის 2017 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორმა ახალკაცმა ფინალამდე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი უნგრელ რაიკაის გამარჯვება ორი ვაზარით იზეიმა.
ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კი ბერლინის ევროპის თასის გათამაშებაზე ექვსი შეხვედრა გამართა და ექვსივე პაექრობა იპონით მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ახალგაზრდები მე-5 ადგილზე გავიდნენ, ვაჟებს შორის კი მე-2 ადგილი დაისაკუთრეს.