ახალგაზრდა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს
ახალგაზრდა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ვაჟებმა რაპირაში, გოგონებმა კი ხმალში იასპარეზეს.

რაპირით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრების 2 წევრი გამოდიოდა. ლაშა გალუაშვილი ჯგუფიდან ვერ გავიდა. ლუკა ღაღანიძე კი საუკეთესო 16 მონაწილეს შორის მოხვდა. T 32-ში მან იტალიელი ფრანჩესკო ინგარიოლა 15-6 დაამარცხა, T 16-ში კი რუს ისკანდერ ახმეტოვტან ანგარიშით 12-15 წააგო.

ხმლით ფარიკაობაში ლიკა ჯიჯეიშვილმა, თამარ ჩარკვიანმა, თეონა გოგლიძემ და ანა აფრასიძემ იასპარეზეს. გოგლიძე და აფრასიძე T 64-ში დამარცხდნენ. T 32-დან გამოეთიშნენ შეჯიბრს ჯიჯეიშვილი და ჩარკვიანი.
შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდურად შეეცდება წარმატების მიღწევას. შაბათს ვაჟთა შეჯიბრია დაგეგმილი, კვირას კი გოგონების.

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილი უძღვება.