ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარას გარფიამ მურსიის ტურნირის მეორე წრეში პედრო მარტინესი დაამარცხა – 6:3, 7:6.
15 წლის გარფია პირველი ჩოგბურთელია ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომელმაც ასეთ ასაკში მოუგო რეიტინგის პირველ 200 ჩოგბურთელს შორის მყოფ მეტოქეს (მარტინესი – მსოფლიოს 140-ე ჩოგანია).
ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი რამ შეძლეს რაფაელ ნადალმა, რიშარ გასკემ, ბერნარდ ტომიჩმა და რაიან ჰარისონმა.
ესპანელი აპრილის დასაწყისში გახდა 2003 წელს დაბადებული პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ოფიციალური მატჩი მოიგო.