ახალგაზრდა ესპანელს რაფაელ ნადალის მომავალს უწინასწარმეტყველებენ

17:59, 15.04.2019

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარას გარფიამ მურსიის ტურნირის მეორე წრეში პედრო მარტინესი დაამარცხა – 6:3, 7:6.

15 წლის გარფია პირველი ჩოგბურთელია ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომელმაც ასეთ ასაკში მოუგო რეიტინგის პირველ 200 ჩოგბურთელს შორის მყოფ მეტოქეს  (მარტინესი – მსოფლიოს 140-ე ჩოგანია).

ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი რამ შეძლეს რაფაელ ნადალმა, რიშარ გასკემ, ბერნარდ ტომიჩმა და რაიან ჰარისონმა.

ესპანელი აპრილის დასაწყისში გახდა 2003 წელს დაბადებული პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ოფიციალური მატჩი მოიგო.

მსგავსი