ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველი მატჩი გამართეს
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველი მატჩი გამართეს

საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა აფრიკული ტურნეს ფარგლებში პირველი მატჩი გამართა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 58:10 დათმეს. მასპინძლებმა თითო ტაიმში 4-4 ლელო დადეს. უმცროსი ბორჯღალოსნები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის მე-14 წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა აბჟანდაძემ სამ ქულად აქცია. პირველ ტაიმში საქართველომ საჯარიმო ლელოც გამოიმუშავა. საბოლოოდ კი საქართველომ აღნიშნული მატჩი 48 ქულით წააგო.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს 8 ივნისს არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან. მანამდე კი საქართველოს ნაკრები საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის ფარგლებში, კიდევ ორ შეხვედრას გამართავს: 13 აპრილს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს, თბილისის დროით 17:15 საათზე შეხვდება. პირველ მატჩში არგენტინელებმა ნამიბია XV ანგარიშით 64:8 დაამარცხეს. დაკვნით შეხვედრას კი ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ნამიბია XV-თან 17 აპრილს, 16:15 საათზე გამართავენ.