საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ასაკის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. ილია მაისურაძის გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთაფრიკული ტურნე მისი დასკვნითი ნაწილია.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან. მანამდე კი საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
9 აპრილი
არგენტინა vs ნამიბიაXV
საქართველო vs უმცროსი ბოკე
13 აპრილი
საქართველო vs არგენტინა
უმცროსი ბოკე vs ნამიბიაXV
17 აპრილი
საქართველო vs ნამიბიაXV
უმცროსი ბოკე vs არგენტინა