ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში ცეცხლი გაჩნდა 
ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში ცეცხლი გაჩნდა 

ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში საკვამურს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე აცხადებს, ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.

ჯგუფში, სადაც საკვამურის ცეცხლი მოედო, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინვენტარი დაზიანებულა. სწავლის პროცესი, რომელიც ძლიერი დაკვამლიანების გამო შეწყდა, ხვალ განახლდება.

საკვამურში გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ძველი და გასაწმენდი იყო, დანარჩენი საკვამურები ფანჯრებში გვაქვს გაკეთებული და ხანძრის საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერმა თამარ ქიმერიძემ.