ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეოთი დაისეტყვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეოთი დაისეტყვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში დღეს სეტყვა იყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლომდებარე სოფლებში კი, ძლიერი წვიმაა.

ადგილობრივების თქმით, დაისეტყვა ხეხილის ბაღები, თუმცა ზარალი ძალიან მცირეა. პირველ არხთან ხეოთში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ემზარ ოქრომელიზემ განაცხადა, რომ სეტყვის შედეგად არც ინფრასტრუქტურული ზარალი არ არის.