ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სოფელ კლდის საბავშვო ბაღში, სადაც 13 ადგილობრივი დასაქმდა, ამ ეტაპზე ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. 45-მდე აღსაზრდელს საშუალება ექნება სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ-ჩვევებს დაეუფლოს.

სოფელ კლდის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 67 995 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღში ავეჯისთვის, სამზარეულოს ინვენტარისთვის, წიგნებისთვის და სათამაშოებისთვის 21 700 ლარი დაიხარჯა.

ბაღი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია World Visioni-ის წარმომადგენელმა გახსნეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.