ახალციხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილობრივმა მედიამ, „სამრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალციხის კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.