ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა
ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რისთვისაც 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად შპს „დემეტრე და კომპანიას“ სააგენტოსგან ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34494.00კვ.მ. მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა.

კომპანიის საწარმოო ხაზი მოიცავს თბოიზოლირებული და ბეტონის ბლოკის, სანიაღვრე არხის, სამშენებლო ფილის და ბორდიურის წარმოებას. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.