ახალციხეში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა
ახალციხეში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალციხეში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა დასრულდა. კომისიის წევრებმა მოქალქეებს ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის დასრულების შემდეგ განაცხადა, საზოგადოება ეთანხმება პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას.

„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ახალციხეში. საზოგადოება ეთანხმება აქაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, მისთვის გასაგებია არგუმენტები ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით და ჰქონდათ კრიტიკული განწყობა ჩვენს მოქალაქეებს ბლოკების დატოვებაზე, რაც ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, გასაგებია და იცით, რომ ჩვენი ინიციატივა სწორად ბლოკების გაუქმებას უკავშირდება. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ გაძლიერდეს თვითმმართველობა და მეტი რესურსები იყოს გამოყოფილი რეგიონებისთვის და მუნიციპალიტეტებისთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მაჟორიტარის ინსტიტუტი უქმდება. ჩვენთვის ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, გასაგებია და ის პროცესები, რომლებიც მიდის თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის მხრივ, ბუნებრივია, პროპორციული არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება. ვიტყოდი, რომ სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის ამ რეფორმის მნიშვნელობა. დღეს გამოჩნდა, რომ რეფორმას ამ მხარეში აქვს დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი