ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობა აღდგა
ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ახალქალაქი-კარწახის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.