ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვა მოიხსნა

09:41, 02.12.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუშინ აღნიშნული საავტომობილო გზის კმ90-კმ120 მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

მსგავსი