ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეა გავაშელმა აღნიშნა, ოლქში განთავსებული 106 საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ოლქში ძირითადი დარღვევები ტექნიკური იყო და საარჩევნო უბნებზე გამოსწორდა.
„ყველა უბანი დაიხურა დროის შესაბამისად. მშვიდ გარემოში ჩაიარა კენჭისყრის პროცედურამ, შესაბამისად, სიმშვიდეს ველოდებით. შემოსულია ორი საჩივარი, რომელიც ეხებოდა უბნის ტერიტორიის მიღმა სააგიტაციო მასალის გაკვრას“, – განაცხადა თეა გავაშელმა.