ახალარჩეულ ევროპარლამენტში ისტორიაში პირველად 21 წლის დეპუტატი იმუშავებს
ახალარჩეულ ევროპარლამენტში ისტორიაში პირველად 21 წლის დეპუტატი იმუშავებს

ახალარჩეულ ევროპარლამენტში მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი იმუშავებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დეპუტატი 21 წლის სტუდენტი დანიიდან, კირა პიტერ ჰანსენია.

​ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელია. კირა პიტერ ჰანსენი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი გარემოზე ზრუნვა იქნება. ტელეკომპანია „ბიბისისთან“ საუბარში კირა აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა, ყოველთვიურად ბრიუსელიდან სტრასბურგში თვითმფრინავით მგზავრობა გაუჭირდება, ამიტომ სავარაუდოდ ახალ სამსახურში მატარებლით ივლის.

„არ ვიცი როგორ მიმიღებენ ადამიანები, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც აქ არაფერი ესაქმება, თუ პატივს მცემენ. ვფიქრობ, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ვთვლი, რომ უნდა ვიყო ახალგაზრდების წარმომადგენელი, ვაჩვენო საზოგადოებას, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც კარგები არიან“, – განაცხადა კირა პიტერ ჰანსენმა „​ბიბისისთან“ საუბარში.