ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

13:51, 09.12.2019

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. კუნძულ ვაითაილენდის მიმართულებით უკვე შვიდი სამაშველო ვერტმფრენი გაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში 20 ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ცნობილია, ამოფრქვევის დროს კუნძულზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. საგანგებო დახმარების ჯგუფები ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობენ.

ახალ ზელანდიაში ვულკანი ბოლოს 2016 წელს ამოიფრქვა.

მსგავსი