ახალ ზელანდიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ახალ ზელანდიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ახალ ზელანდიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ოკლენდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ ის შრი ლანკის მოქალაქემ მოაწყო.

არდერნის თქმით, ბოროტმოქმედი უსაფრთხოების სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

„ბიბისის“ ცნობით, მამაკაცი, რომელიც ვინაობა არ გაუსაჯაროებიათ, აცხადებს, რომ ის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე მოკლა.