ახალ ზელანდიაში თავდასხმის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ ტრადიციული ცეკვა ჰაკა შეასრულეს
ახალ ზელანდიაში დაღუპულებს პატივი ტრადიციული ცეკვით მიაგეს.
ახალზელანდიელმა ბაიკერებმა მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ ტრადიციული ცეკვა – ჰაკა შეასრულეს. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს ახალი ზელანდიის პოლიციას, იმ სამუშაოსთვის, რომელიც სამართალდამცველებმა თავდასხმის დროს და შემდეგ შეასრულეს.
ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში რჩება კიდევ 34 მოქალაქე. მათგან ორის მდგომაროება კრიტიკულია.