ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ავსტრიელი ულტრანაციონალისტის სახლი გაჩხრიკეს
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ავსტრიელი ულტრანაციონალისტის სახლი გაჩხრიკეს.
როგორც ავსტრიის პოლიციაში განაცხადეს, კრაისტჩერჩში თავდასხმის შემსრულებელსა და ულტრამემარჯვენე მარტინ სელნერს შორის გამოძიებამ გარკვეული კავშირი გამოავლინა. კერძოდ, როგორც თავად სელნერი აცხადებს, ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტის სახელით, რომელმაც 50 ადამიანი მოკლა, მის ორგანიზაციას სოლიდური თანხა შესწირეს.
ავსტრიელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ამბობს, რომ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც პოლიცია მის სახლში მივიდა.
გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ტარანტი ახალ ზელანდიაში თავდასხმის მოწყობამდე ავსტრიას სტუმრობდა.
მომხდარს გამოეხმაურა ავსტრიის კანცლერი. სებასტიან კურცის თქმით, კრაისტჩერჩის თავდამსხმელსა და ავსტრიელ ულტრამემარჯვენეებს შორის ყველა კავშირი პოლიციამ უნდა გამოიძიოს.