ახალ ზელანდიაში ევთანაზიის შესახებ კანონი მიიღეს
ახალ ზელანდიაში ევთანაზიის შესახებ კანონი მიიღეს

ახალ ზელანდიაში ევთანაზიის შესახებ კანონი მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც ექიმების პროგნოზით, ექვს თვეზე ნაკლები ხნის სიცოცხლე დარჩათ, შეუძლიათ, ევთანაზიით ისარგებლონ.

იმისთვის, რომ ევთანაზიის უფლება მოიპოვონ, პაციენტებს ორი ექიმის დასტური სჭირდებათ.

ქვეყანაში ახალი კანონი ძალაში ნოემბრიდან შევა.