„პარი სენ-ჟერმენისა“ და ნიდერლანდების ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ჩავი სიმონსი 2024-25 წლების სეზონს იჯარის წესით „ლაიპციგში“ გაატარებს. გერმანულ კლუბს არ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება, – დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე პარიზულმა კლუბმა.
„„Პარი სენ-ჟერმენი“ შესანიშნავ სეზონს უსურვებს ჩავის „ლაიპციგში““, – წერია პსჟ-ს განცხადებაში.
გასულ სეზონში სიმონსი ასევე „ლაიპციგში“ თამაშობდა იჯარის წესით. ნახევარმცველმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლითა და 15 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.