ახალ ორლეანში სროლის დროს 11 ადამიანი დაიჭრა

18:16, 01.12.2019

ახალ ორლეანში სროლის დროს 11 ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი ქალაქის ფრანგულ კვარტალში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილის დაკავება დანაშაულის ადგილზევე შეძლეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ადგილი პოლიციას აქვს გადაკეტილი.

ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი რაოდენობით ტურისტი მადლიერების დღეს ჩადის.

მსგავსი