აკაპულკოში შეიარაღებულ დაპირისპირებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

06:52, 08.01.2018

მექსიკის ზღვისპირა ქალაქ აკაპულკოში ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველი უწყება ავრცელებს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ადგილობრივი მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

სროლებს რვა ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოპერაციის დროს დააკავეს ადგილობრივი პოლიციის 30 თანამშრომელიც.

აკაპულკო მექსიკის სამხრეთში ყველაზე დიდი ქალაქია. პოპულარული ზღვისპირა კურორტის გარდა, ის ნარკოტიკების წარმოებითა და ვაჭრობითაცაა ცნობილი.

მსგავსი