აკაკი ზოიძე - პოლიტიკაში არაფერი უნდა გაოცებდეს, მაგრამ ბოღმა და შური, რაც სამამულიშვილო საქმეზე ინთხევა, მაოცებს
აკაკი ზოიძე - პოლიტიკაში არაფერი უნდა გაოცებდეს, მაგრამ ბოღმა და შური, რაც სამამულიშვილო საქმეზე ინთხევა, მაოცებს

რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნისგან, სადაც ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ილია მოკლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წყალტუბოს განვითარების პროექტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

„მესმის, რომ ოპოზიციას სძულს ივანიშვილი, მისი ოჯახი და „ქართული ოცნება“, მაგრამ იმ 20 000 ადამიანს რას ერჩიან, ვინც ამ ინვესტიციით ძალიან მაღალ შემოსავალს, სამუშაო ადგილებს იღებს. იმერეთს რას ერჩიან, სადაც ეს პროექტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ადამიანს პოლიტიკაში არაფერი უნდა გაოცებდეს, მაგრამ ეს ბოღმა და შური, რაც სამამულიშვილო საქმეზე ინთხევა, მაოცებს. რა უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ ილიაც მოვკალით. რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნისგან და ადამიანებისგან, სადაც ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ილიაც მოკლა. ამ ფონზე ბოღმა და სიძულვილი არ უნდა გამიკვირდეს, მაგრამ მაინც მიკვირს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.