აკაკი მოსულიშვილმა ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა | ტყვიის სროლა
აკაკი მოსულიშვილმა ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა | ტყვიის სროლა

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში აკაკი მოსულიშვილმა ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველი ტყვიის მსროლელი, რომელიც ახალგაზრდებს შორის გამოდის, ფინალში მეექვსე შედეგით და პირადი რეკორდით შევიდა. აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 572 ქულა იყო, ამჯერად კი 574 ქულის დაგროვება მოახერხა. მოსულიშვილმა გამოსვლა 137.3 ქულით დაასრულა.

236.5 ქულით ევროპის ჩემპიონი რუსი ანტონ არისტარკოვი გახდა. მეორე ადგილი 235.8 ქულით ბელარუსმა აბდულ-აზიზ კურძიმ დაიკავა. ბრინჯაოს მფლობელი 216.1 ქულით გერმანელი რობინ ვალტერი გახდა.
ოსიეკში დღეს ასპარეზობა გოგონათა შორისაც გაიმართება. შეჯიბრში სამი ქართველი – ნინო ხუციბერიძე, ლიზი კილაძე და მარიამ ქობულაშვილი მიიღებს მონაწილეობას.