აკაკი მინაშვილი - ვისი მიზანიც არის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ და მათთან იქნება კოორდინირება
აკაკი მინაშვილი - ვისი მიზანიც არის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ და მათთან იქნება კოორდინირება

მე არ შევიდოდი ახლა დისკუსიაში სხვა ოპოზიციური პარტიებთან იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არგუმენტის დასახელება შემიძლია. შემიძლია დავასახელო ის ნაბიჯები, რომელიც ჩემი აზრით მათ არასწორად გადადგეს და დააზიანეს მთლიანი პროცესი, თუმცა არ მინდა ამ თემაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს განცხადებებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ოპოზიციონერების მისამართით აკეთებდა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.

მინაშვილის თქმით, ახლა მთავარია ყველამ გააერთიანოს ძალისხმევა იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება.

„პირველ ეტაპზე ვინც შევიდა მათი გზავნილები ერთი-ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების“ გზავნილებს და ცხადი ხდება, რომ მათი პოზიცია იდენტურია „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, ვგულისხმობ ელისაშვილს. მათთან ბუნებრივია კოორდინირება ვერ მოხდება. თუმცა სხვა პარტიებთან რომლებმაც ასევე მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, მე ბევრი არგუმენტი მაქვს, რომ მათ ხელი არ უნდა მოეწერათ, მაგრამ ეს ეტაპი დასრულდა. ახლა ვისი მიზანიც არის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ და მათთან იქნება კოორდინირება“, – განაცხადა მინაშვილმა.