აკაკი მინაშვილი - რამე არ მოუვიდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან, ილოცონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს
აკაკი მინაშვილი - რამე არ მოუვიდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან, ილოცონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს

ილოცონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი მოუვიდეს, თორემ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„მე ერთ რამეს ვიტყვი, რამე არ მოუვიდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თორემ ვერ გაასწრებენ, აქ რომ სხედან, ეს ხალხი, ღარიბაშვილ-ივანიშვილები, კობახიძეები და ვიღაც გაურკვეველი ადამიანები, ვერ გაასწრებენ აქედან. ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს, თორემ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა მათგანს და ვინც ამ ამბავშია, ყველას, იქნება ეს ციხის ექიმი, თუ ვიღაც, ვინც მათთან თანამშრომლობს, ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს ამ ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულებრივ ქმედებაში, აგებენ ძალიან სერიოზულად პასუხს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.