აკაკი მინაშვილი - ხელისუფლება ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით
აკაკი მინაშვილი - ხელისუფლება ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით

ნიკა მელიას სარჩელი ეხება მის უკანონო დაკავებას, კომუნიკაცია სტრასბურგიდან ძალიან სწრაფად შედგა ხელისუფლებასთან, რაც ნიშნავს, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება სერიოზული დარღვევების შესახებ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ნიკა მელიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნაზე საუბრისას.

მისი თქმით, ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

„სტრასბურგის სასამართლომ გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები. ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე პასუხები გასცეს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა, რადგან ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით“, – განაცხადა მინაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.