აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში რომ შევიდა, „ქართულმა ოცნებამ“ სხდომა შეწყვიტა, ეს იმის დასტურია, რომ ძალიან ეშინიათ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, პარლამენტში მათი შესვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სხდომა შეწყვიტა.
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატის აკაკი მინაშვილის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მათი ეშინია.
„ეს, რაც მოხდა, ადასტურებს, რამდენად ნერვიულობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
„ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ოპოზიციური პარტია დარბაზში რომ შევიდა, „ქართულმა ოცნებამ“ მყისიერად სხდომა შეწყვიტა. რატომ? ეს იმის დასტურია, რომ ძალიან ნერვიულობენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინიათ. თვითონაც გრძნობენ, რომ მათი პოლიტიკური დასასრული ძალიან ახლოსაა“, – აცხადებს აკაკი მინაშვილი.