აკაკი მინაშვილი - ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა
აკაკი მინაშვილი - ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა

ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება ხელმოწერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, ყოფილიყო ტკივილგამაყუჩებელი, თუმცა გაყუჩების ეფექტის გასვლის შემდეგ, ტკივილი უფრო დიდია.

„ასეთ ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა. ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილიყო გამაყუჩებელი, თუმცა გაყუჩების ეფექტის გასვლის შემდეგ, ტკივილი უფრო დიდია. სინამდვილეში ამ დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. ამ მკურნალობის გზა რა არის სინამდვილეში? არის ის, რომ პოლიტიკური დევნილი ქვეყანაში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს რისკი, რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დაიჭერენ“, – განაცხადა მინაშვილმა.