აკაკი მინაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში
აკაკი მინაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში.

„ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ოპტიმისტური დამოკიდებულება ვერ მექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. გვახსოვს, ხელისუფლების განცხადებები, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ რეგიონებში გადიან და მოლაპარაკებების დრო არ აქვთ, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.