აკაკი მინაშვილი - დოკუმენტში თუ არ იქნება მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზა, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს
აკაკი მინაშვილი - დოკუმენტში თუ არ იქნება მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზა, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს

დოკუმენტში თუ არ იქნება მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზა, ბუნებრივია, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას უყურებს, როგორც გზას, რომ ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი ვითარებიდან.

„ჩვენი პოზიცია არ არის ახალი. წინა დოკუმენტში იყო ორი ბუნდოვანი საკითხი, პოლიტიკური დევნილების თემა – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეჩერება, მეორე საკითხი – ვადამდელი არჩევნები საერთოდ არ იყო ნახსენები. მსოფლიოში არავის გამოუგონია უკეთესი გზა კრიზისების დაძლევისა. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ დოკუმენტში არ იქნება გზა მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა, ბუნებრივია, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.