აკაკი მინაშვილი - არ მეგონა, ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებლობას თუ შეინარჩუნებდა, ნამდვილად შევცდი
აკაკი მინაშვილი - არ მეგონა, ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებლობას თუ შეინარჩუნებდა, ნამდვილად შევცდი

არ მეგონა, ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებლობას თუ შეინარჩუნებდა, ნამდვილად შევცდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი, რომელიც დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად საქმიანობს დღეს საქართველოში.

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ პიროვნულად რაიმე მაქვს საწინააღმდეგო. პირიქით. უბრალოდ, არ მეგონა, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეინარჩუნებდით დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. მაშინ ნამდვილად შევცდი. მინდა, ვაღიარო – სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მე მგონი, არის ერთ-ერთი, რომელიც რეალურად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად საქმიანობს დღეს საქართველოში“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.