აკაკი ბობოხიძე - მოლაპარაკების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, როცა „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, დათანხმდნენ შეთანხმებას
მოლაპარაკების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, როცა „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, დათანხმდნენ შეთანხმებას, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ.
„მოლაპარაკების პერსპექტივას ვხედავ მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა „ქართულ ოცნებას“ გავხდით იძულებულს, პარტნიორებთან ერთად, დათანხმდნენ შეთანხმებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულების მექანიზმები თუ არ იქნება გამოყენებული, „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელსაც გონიერების საფუძველზე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მათ უნდა იგრძნონ საჭიროება იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.