აკაკი ბობოხიძე - ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტში შესვლით გაცილებით მეტს მივაღწევდით, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზა არის სწორი
აკაკი ბობოხიძე - ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტში შესვლით გაცილებით მეტს მივაღწევდით, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზა არის სწორი

ბუნებრივია, ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტში რომ შევსულიყავით გაცილებით მეტს მივაღწევდით, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა არის სწორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ IRI-ის კვლევის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ, სწორია.

ზოგადად, კვლევები არის საინტერესო ორი მიმართულებით, ერთი გაძლევს მიმართულებას, როგორ უპასუხო ადამიანების განწყობას და მეორე მხრივ პირიქით, გაჩვენებს სად არის პრობლემები და ცდილობ, რომ ადამიანების განწყობა შეცვალო იმ გეგმებისა და იმ საჭიროებების შესაბამისად, რომელიც დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ დღეს ბუნებრივია, ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტში რომ შევსულიყავით გაცილებით მეტს მივაღწევდით, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა არის სწორი და ის რომ IRI-ის კვლევები ხალხის განწყობას ამ წუთში თითქოს პირიქით აჩვენებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევცვალოთ და არ ავუხსნათ ხალხს, რატომ არის ეს გზა სწორი, ვიდრე დათმობის და „ქართულ ოცნებასთან“ კომპრომისზე წასვლის გზა“, – განაცხადა ბობოხიძემ.