„აიპლიუსის“ წარმომადგენელი - მძარცველი ჩვენს თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა
„აიპლიუსის“ წარმომადგენელი - მძარცველი ჩვენს თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

პეკინზე, „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორ ჟურნალისტებს „აიპლიუსის“ წარმომადგენელმა, პიარმენეჯერმა, გოგა თირქიამ განუცხადა, მამაკაცი, რომელიც პოლიციამ დააკავა, აღნიშნული მაღაზიის მომხმარებელია და მისი მხრიდან ცივი იარაღის ამოღება და მუქარა მოულოდნელი იყო, თუმცა, დაცვამ სწრაფად იმოქმედა.

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ მძარცველი შემოვიდა, რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, მძევლად აიყვანა ჩვენი ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მძარცველი ჩვენთან ყიდულობდა „აიფონს“, ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მერე ამოიღო დანა. სწრაფი რეაგირება ჰქონდა დაცვას. კონსულტანტები ამბობენ, რომ როგორც კი, მძარცველმა პოლიცია დაინახა, დანა დააგდო და სამართალდამცველებს ჩაბარდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“, – განაცხადა თირქიამ.

მისი თქმით, მაღაზიას ზარალიც მიადგა, თუმცა ტექნიკა დაზღვეულია.

„ზარალი არის, ამტვრევდა ამ შემთხვევაში კომპიუტერულ ტექნიკას და „აიფონებს“. ზარალი მივიღეთ, თუმცა დაზღვეულია“, – განაცხადა გიგა თურქიამ.

თბილისში, პეკინის გამზირზე პოლიციამ მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.