„აინტრახტის“ ფეხბურთელები ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ
„აინტრახტის“ ფეხბურთელები ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და „აინტრახტის“ მოთამაშეები ხელფასის შემცირებას ნებაყოფლობით დათანხმდნენ, – იუწყება Kicker.

საქმე ისაა, რომ „აინტრახტი“ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისში ძალიან დაზარალდა და გაკოტრების საფრთხეც კი დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბის ფეხბურთელებმა ადრეც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება და პანდემიის პირველ პერიოდში ანაზღაურების 20 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს.