„აინტრახტის“ აქციონერის პირობები - სტადიონი, ბაზა და გუნდი ხანგრძლივი იჯარით
ქუთაისის „ტორპედოს“ არაოფიციალურმა გვერდმა ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერ კაზიმ არიფოვისა და ქუთაისის მერიის მოლაპარაკებაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გულშემატკივართა გვერდის ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერმა ქუთაისის მერიასთან მოსალაპარაკებლად შემდეგი პირობები წამოაყენა:
1. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2. ქუთაისის „ტორპედოს“ საღორიას საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3. ინვესტორს სურს ქუთაისის „ტორპედოს“ მინიმუმ 20-წლიანი იჯარა.
4. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის „აინტრახტის“ აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.