„აინტრახტის“ აქციონერის პირობები – სტადიონი, ბაზა და გუნდი ხანგრძლივი იჯარით

15:22, 30.10.2019

ქუთაისის „ტორპედოს“ არაოფიციალურმა გვერდმა ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერ კაზიმ არიფოვისა და ქუთაისის მერიის მოლაპარაკებაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გულშემატკივართა გვერდის ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერმა ქუთაისის მერიასთან მოსალაპარაკებლად შემდეგი პირობები წამოაყენა:

1. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.

2. ქუთაისის „ტორპედოს“ საღორიას საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.

3. ინვესტორს სურს ქუთაისის „ტორპედოს“ მინიმუმ 20-წლიანი იჯარა.

4. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის „აინტრახტის“ აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.

მსგავსი