აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი – აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმის საპასუხოდ ირანი თელ ავივს დაარტყამს
აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმის საპასუხოდ ირანი თელ ავივს დაარტყამს, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარმა მრჩეველმა, ალი შამხანმა განაცხადა.
ირანის სულიერი ლიდერის მთავარი მრჩეველი სოციალურ მედიაში წერს, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ომის დასაწყისად ჩაითვლება და პასუხი უპრეცედენტო იქნება.
„შეზღუდული დარტყმა ილუზიაა. ამერიკის ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ნებისმიერი წყაროდან და ნებისმიერ დონეზე ომის დასაწყისად ჩაითვლება და პასუხი იქნება დაუყოვნებელი, ყოვლისმომცველი და უპრეცედენტო და მიმართული იქნება აგრესორის, თელ ავივისა და მისი ყველა მხარდამჭერის წინააღმდეგ“, – წერს შამხანი.
המכה המוגבלת היא אשליה. כל פעולה צבאית מצד אמריקה, מכל מקור ובכל רמה, תיחשב לתחילתה של מלחמה, והתגובה תהיה מיידית, מקיפה וחסרת תקדים, ותכוון אל התוקפן, אל לב תל אביב וכל התומכים בו.
— علی شمخانی (@alishamkhani_ir) January 28, 2026