აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელი ინანებს ირანის საკონსულოზე თავდასხმას
აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელი ინანებს ირანის საკონსულოზე თავდასხმას

ისრაელი ინანებს ირანის საკონსულოზე თავდასხმას, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ჩვენ სიონისტებს ვანანებთ დამასკოში ირანის საკონსულოს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას“, – აღნიშნა ხამენეიმ.

ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის თავდასხმას ირანის მხრიდან საპასუხო რეაქცია ექნება.

შეგახსენებთ, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში მდებარე ირანის საელჩოს საკონსულოზე, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი.