აიათოლა ალი ხამენეი - დიდი ბრიტანეთის პრემიერი, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები კრიმინალები არიან
აიათოლა ალი ხამენეი - დიდი ბრიტანეთის პრემიერი, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები კრიმინალები არიან

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი სირიაზე სარაკეტო იერიშს გმობს და ამ ქმედებას დანაშაულად აფასებს.

„დღეს, გამთენიისას სირიაზე განხორციელებული თავდასხმა დანაშაულია. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კრიმინალები არიან” – აიათოლა ალი ხამენეის სიტყვით გამოსვლიდან ციტატა სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ისინი თავდასხმებით სარგებელს ვერ მიაღწევენ, როგორც მანამდე იმოქმედეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში და ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, რომელთაც სარგებელი არ მოუტანია” – აცხადებს ხამენეი.

სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ირანის თავდაცვის მინისტრი ჰოსეინ დელღანი.

მისი თქმით, „სირიელი ხალხი ამ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს, მსოფლიოს ხალხმა კი უნდა დაგმოს ეს აგრესია” – დელღანის განცხადებას ირანული საინფორმაციო სააგენტო “Fars” ავრცელებს.