აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონულუი ბაზა იყო, ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს
აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონულუი ბაზა იყო, ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს

ირანი მზადაა, ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, თეირანი შეძლებს მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენებას, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს მოხდა.

„ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონული ბაზა იყო. ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ამასთან, ირანის პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-თან, ვიდრე წინაპირობები არ დაკმაყოფილდება.